ქალაქური ჩანახატების ფესტივალი

„ქალაქური ჩანახატების ფესტივალი“

2016 წლის 16 მაისი, 12 საათი
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი

ზანდუკელის ქ. 16

    

ფესტივალის ორგანიზატორები არიან გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, DVV International საქართველოს ოფისი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით.

16-25 მაისის ჩათვლით საქართველოს ესტუმრება გერმანელი, კერძოდ, შტუტგარტელი ხელოვანების  ჯგუფი „STUSK”, რომელიც ქართველ მხატვრებთან ერთად, ურბანული ჩანახატების სესიებს გამართავს თბილისში, ბოლნისსა და კაზრეთში.

ურბანული ჩანახატები, იგივე „ურბან სკეჩინგ“, საერთაშორისო ქსელია. იგი აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც ხატავენ საკუთარ გარემოს, განიხილავენ მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და ნახატებით ურთიერთობენ ადამიანებთან  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.  

6 შტუტგარტელი „ურბან სკეჩერი“ იმუშავებს 6 ქართველ კოლეგასთან ერთად  საზოგადოებრივ სივრცეებში, როგორიცაა ვერის ბაღი, ბოტანიკური ბაღი, ვაკის პარკი, ბოლნისის დასვენებისა და კულტურის პარკი და ა.შ.  ქართველ-გერმანელი ხელოვანების ჯგუფის 9 დღიანი  მუშაობის შედეგად შექმნილი ჩანახატების გამოფენა/განხილვა შედგება 17 მაისს ბოლნისის კულტურის სახლში და 25 მაისს თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში.

გერმანელი ხელოვანები, რომლებიც გარდა მხატვრობისა აქტიურად არიან ჩართული შტუტგარტის ურბანული განვითარების პროცესსა და სამოქალაქო საქმიანობაში, გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ მონაწილეებს.

ქალაქური ჩანახატების სესიებში მონაწილეობა ღიაა მოქალაქეებისათვის.

ფესტივალის პარტნიორები არიან აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ბოლნისის არტ რეზიდენცია, გალერეა და სამუშაო სივრცე „ატელიე“/დიზაინ თბილისი, პარტიზანული მებაღეობა, სატელევიზიო გადაცემა ინდექსი, ICOMOS საქართველო.

http://sketchcrawlgeorgia2016.contingent-arts.de/

/sites/dvv-georgia.oa-aktuell.com/files/urban_sketching_flyer_20x20_1.pdf

/sites/dvv-georgia.oa-aktuell.com/files/poster_urban_sketching_a3_1.pdf

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
თამთა გოჩიტაშვილი, გოეთეს ინსტიტუტი
599 11 08 63
ლალი პერტენავა, პროექტის კოორდინატორი
577 44 10 88

Tags: