მედია პროექტი - რადიო გადაცემა "ყველაფერი ზრდასრულთა განათლების შესახებ"

dvv international -მა კავკასიაში მოღვაწეობის დაწყებისთანავე საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის იდეის პოპულარიზაცია დაისახა. რადიოგადაცემათა ერთწლიანი ციკლის შემდეგ, რომლებიც მსმენელს საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს სთავაზობდა უწყვეტი განათლების სფეროდან, dvv international-ის საქართველოს ოფისი 2013 წელსაც აგრძელებს რადიოპროექტს. dvv international -ის ორი რადიოწამყვანი თვეში ორჯერ წარმოგიდგენთ სხვადასხვა სტუმრებს რადიოქალაქის ეთერში, FM 101.9-ზე - ცნობილ, წარმატებულ, კომპეტენტურ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული გამოცდილება აქვთ ზრდასრულთა განათლების სფეროში და საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ ფართო აუდიტორიას. გადაცემის დროს მსმენელს შეუძლია დარეკოს და პირდაპირ ეთერში დაუსვას შეკითხვა სასურველ სტუმარს. თემის მიხედვით ზოგი გადაცემა უფრო მეტად ინფორმატიული, ზოგიც უფრო ინტერაქტიულია. ექსპერტი მოგვითხრობს საკუთარ გამოცდილებაზე, პასუხობს შეკითხვებს და რჩევებს აძლევს მსმენელს.

გადაცემების აუდიო-ჩანაწერები dvv international-ის ვებგვერდზე და გადაცემის ფეისბუკ-გვერდზე ქვეყნდება, სადაც კომენტარის დატოვებაც არის შესაძლებელი, აზრის გამოთქმა და სურვილის გამოხატვა, თუკი რომელიმე კონკრეტულ თემას ან სტუმარს ისურვებდნენ მორიგ გადაცემაში.

Tags: